მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენის გარდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და სენატორებს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს და სენატორებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

11-12 დეკემბერს, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გარდა, ამერიკელ კონგრესმენებს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.

Bloomberg-ის ცნობით, ზელენსკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, კრისტალინა გეორგიევასთან შეხვედრასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა დაბლოკა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს