„თიბისიმ“ 2023 წლის შემაჯამებელი დემო დღეები ჩაატარა

„თიბისიმ“ შემაჯამებელი დემო დღე ჩაატარა, სადაც წლის განმავლობაში ჩატარებული დემო დღეები და განხორციელებული პროექტები განიხილეს - დემო დღეს „ეჯაილ“ გუნდები იკრიბებიან და კოლეგებს, დაინტერესებულ მხარეებსა თუ ლიდერებს შიდა თუ გარე მოხმარების მუშა ფუნქციონალებზე ინფორმაციას უზიარებენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის ცნობით, ისინი ასევე, იღებენ უკუკავშირს, რითაც პროდუქტებსა და პროცესებს აუმჯობესებენ. „თიბისიში“ დემო დღეების პრაქტიკა აქტიურად 2023 წელს დაინერგა. წლის განმავლობაში 10 დემო დღე ჩატარდა და 100-ზე მეტი ინკრემენტი გაზიარდა.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, დემო დღეებს, უშუალოდ „თიბისიში“, რამდენიმე დატვირთვა და მიზანი აქვს - ერთ-ერთი ბანკის მასშტაბით გამჭვირვალობის შექმნაა. ამასთან ერთად, მთავარი მიზანი იტერაციული და ინკრემენტალური პროცესის გაძლიერებაა, ეს კი გულისხმობს იმას, რომ გუნდები მოკლე ვადებში ისეთ ფუნქციონალებს ქმნიან და ასაჯაროებენ, რომლებიც სამომხმარებლო გამოცდილებას აუმჯობესებს, შესაძლო ხარვეზებს აღმოფხვრის და პროდუქტის ღირებულებას ზრდის.

„კომპანიის დემო დღე, გუნდებისთვის კარგი შესაძლებლობაა, დაინტერესებულ მხარეებს გააცნონ მათ მიერ მოკლე დროში შექმნილი ღირებულება. მაგალითად, გუნდები 2-4 კვირაში გამოყენებად, ღირებულ პროდუქტებს ქმნიან. მომხმარებლისთვის პროდუქტის სწრაფად მიწოდება სწრაფი უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა, რაც საბოლოოდ, გვეხმარება მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევქმნათ. ამასთან ერთად, დემო დღე უზრუნველყოფს ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის შექმნას, სადაც ლიდერები და გუნდები მომხმარებლის თვალით აფასებენ ინკრემენტებს. ფორმატითა და შინაარსით დემო დღის ღონისძიება Agile ღირებულებებსა და პრინციპებს პირდაპირ ეხმიანება“,- განაცხადა „თიბისის“ Agile მწვრთნელმა ლევან სილაგაძემ.

ბანკის ცნობითვე, „თიბისის“, როგორც რეგიონის მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიის, მისია მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა და მათი ცხოვრების გამარტივებაა. ამ მიზნით, კომპანია არაერთ ინიციატივას ახორციელებს - მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ღონისძიება დემო დღეა, რომელიც ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და საქმიანობას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის