VR Holding-სა და „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

VR Holding-ი ახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დეველოპერულ პროექტს. VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და ის კონკრეტულად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე, ყველასთვის კარგად ცნობილი სასტუმრო Paragraph Shekvetili-ს გვერდით განხორციელდება.

პროექტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ვილებს, რამდენიმე 5 ვარსკვლავიან საცხოვრებელ კომპლექსს, სასტუმრო და ბრენდირებულ აპარტამენტებს. იგი გულისხმობს უნიკალური ტურისტული კომპლექსის მშენებლობას მრავალფეროვანი საკურორტო ინფრასტრუქტურით - როგორიც არის ღია და დახურული ტიპის აუზები, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, ქვიშის ფრენბურთის და პადელის მოედნები, SPA & Wellness ცენტრი, გასართობი და რეკრეაციული სივრცეები. ეკოლოგიურად სუფთა კომპლექსში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ველო და გოლფის მანქანებისთვის განკუთვნილი ბილიკების გამოყენებით და ეკომეგობრული ტრანსპორტით.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურას და გამორჩეულ მომსახურებას შესთავაზებს. პროექტი განხორციელდება „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან“ ურთიერთთანამშრომლობით Paragraph-ის ბრენდის მოთხოვნების და გამოცდილების გათვალისწინებით რაც დაამკვიდრებს ახალ, გამორჩეულ სტანდარტს უძრავი ქონების და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში.

„საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ჩართული იქნება მისი ბრენდის - Paragraph-ის მოთხოვნებთან პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, ასევე VR Holding-სთვის სასტუმროების მშენებლობის და მართვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე და ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან როგორც სახელმწიფო სექტორის, ისე კომერციული სფეროს წარმომადგენლები და მედია. პროექტის პრეზენტაციის და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მიიღონ პროექტზე მათთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაცია.

ზუსტი დრო: 2023 წლის 12 დეკემბერი, 14:00

მისამართი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის 2, Paragraph Freedom Square a Luxury Collection Hotel, სართული 1, საბანკეტო დარბაზი 2

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა