ანა დოლიძე - აიკრძალოს პიროტექნიკის გაყიდვა და გამოყენება მკაცრად განსაზღვრული ადგილების გარდა - ერთად ვიზეიმოთ პასუხისმგებლიანი ახალი წელი

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ პიროტექნიკის გაყიდვის მკაცრ რეგულირებას და რიგ შემთხვევებში მის აკრძალვა ითხოვს.

როგორც პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, ეს საკითხი მათ თბილისის საკრებულოში გასულ წელსაც დააყენეს, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. ამასობაში კი, ანა დოლიძის თქმით, ძალიან დიდი ზიანი მიადგა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას და მთლიანად გარემოს.

„გასული წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაფეთქებელ საშუალებებს უმეტესად არასრულწლოვანები ყიდულობენ და მოიხმარენ. პიროტექნიკის არასწორი გამოყენება კი ხშირად დამწვრობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. გასაგებია, რომ არასრულწლოვანებისთვის ასაფეთქებელი საშუალებების მიყიდვას კანონი არეგულირებს, მაგრამ რეალურად რა ხდება ქუჩებში, ყველა ვხედავთ.

ჩვენი პარტია უკვე დიდი ხანია ითხოვს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი იყოს, საჯარო სივრცეებისა და კონკრეტული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განსაზღვრა, სადაც აიკრძალება პიროტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც.

მინდა გითხრათ, რომ ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, სკვერებში, კორპუსების ტერიტორიაზე, საავადმყოფოებთან და სხვა ასეთ ადგილებთან პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, ეს პრაქტიკა დიდი ხანია არსებობს გერმანიასა და ბელგიაში.

ჩვენს პარტიას ასევე მიაჩნია, რომ პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების პროცესში უნდა გაკონტროლდეს აკუსტიკური ხმაურის სიხშირე. კერძოდ, აიკრძალოს 30 დეციბელზე მაღალი სიხშირის აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი პიროტექნიკის გამოყენება თბილისის მუნიციპალიტეტში.

მოგეხსენებათ, აკუსტიკური ხმაურის ჭარბი სიხშირე ზიანს აყენებს შინაური ცხოველების: ძაღლების/კატების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

გავუფრთხილეთ ერთმანეთს, გარემოს, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს და ერთად ვიზეიმოთ პასუხისმგებლობიანი ახალი წელი“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა