სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სლოვაკეთი მზადაა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს

სლოვაკეთი მზადაა უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭიროს, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.

„კიევის რეფორმების გატარების ძალისხმევის შეფასების შემდეგ, ჩვენ მზად ვართ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დავუჭიროთ, რაც ევროპული საბჭოს მომავალ შეხვედრაზე განიხილება. თუმცა, ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს ჯერ კიდევ გრძელი და ეკლიანი გზა აქვს გასავლელი. ყველა საჭირო ზომა, არა მხოლოდ უნდა დამტკიცდეს, არამედ ცხოვრებაში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.

ბლანარმა აღნიშნა, რომ ბრატისლავა უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.

„ამავდროულად, ჩვენ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, კერძოდ, განაღმვისა და ზამთრისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მომზადების საკითხში. ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა“, - აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა