ვიქტორ ორბანი - ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს

ევროკავშირი საშინელ შეცდომას უშვებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ადგილობრივ გამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირი საშინელი შეცდომის დასაშვებად ემზადება და ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, მიუხედავად იმისა, რომ 26 წევრს შეცდომის დაშვება სურს“, - განაცხადა ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს.

„თუ ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, გეოსტრატეგიული სიგნალი მივცეთ, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს წევრობას არ ნიშნავს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს