ბენიამინ ნეთანიაჰუ - საერთაშორისო ზეწოლა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომს ვერ შეაჩერებს

ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი „გააგრძელებს ბოლომდე, გამარჯვებამდე, "ჰამასის" განადგურებამდე“.

„მინდა ნათლად ვთქვა - გავაგრძელებთ ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ დაღუპული ჯარისკაცების დიდი ტკივილის, ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, წავალთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გუშინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153 წევრმა ქვეყანამ, 10 ქვეყანა წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 23-მა - თავი შეიკავა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები