საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ ბრაიენმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებებით განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი შეეხო, აგრეთვე, დეოკუპაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და იუსტიციის სამინისტროს როლს ამ პროცესში.

„იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და 2024 წლის არჩევნების საკითხი.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მრჩეველი სოფიო ვეკუა ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა