ოლაფ შოლცი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით - მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დებატები იმართება. უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გვაქვს. ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, რომ მზად ვართ გაფართოებისთვის, რასაც განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ოლაფ შოლცმა უპასუხა: „მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა