კახა კალაძე - ორბანი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის „მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას ჰგონია, რომ ახლა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიიღებს.

„[ვიქტორ] ორბანი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ასე, რომ, რა თქმა უნდა, საქართველო სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული, თავის დროზე საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს [ევროკავშირის კანდიდატის] სტატუსს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026