გიორგი ვაშაძე - კახა კალაძე თბილისის მძიმე განაჩენად იქცა

კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ სრული კოლაფსი გამოიწვია. რატომ? - არ ეკითხებიან სპეციალისტებს, არ ეკითხებიან არავის და ჯიუტად რაღაცას აკეთებენ, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისისთვის კახა კალაძე მძიმე განაჩენად იქცა.

„ოღონდ, თვითონაც არ იციან იმის შინაარსი, რასაც აკეთებენ, შესაბამისად, გვაქვს უმძიმესი ვითარება და გუშინ, სწორედ ამის პრეზენტაცია გვქონდა. ჩვენ ვესაუბრებით სპეციალისტებს და მზად ვართ, კალაძესთან მივიდეთ, მივიტანოთ კონკრეტული ხედვა, როგორც ვუშველოთ ამას მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რაზეც ის უზრდელობით გვაპასუხობს. აი, ეს არის რეალობა. კალაძის კოლაფსი, კალაძის საცობი ჰქვია იმას, რაც ქალაქშია.

რაც შეეხება რამდენიმე ავარიისთვის დაბრალება, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ორმა და სამმა ავარიამ ქალაქის კოლაფსი გამოიწვიოს?! - ე.ი. პირიქით ეს დასტურია იმის, რომ სრული კრახი გაქვს სატრანსპორტო პოლიტიკაში.

ეს ადამიანი, კახა კალაძე მძიმე განაჩენად იქცა თბილისის, ეს არის რეალობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს