ვიქტორ ორბანი - უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია - უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა და უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ცუდი გადაწყვეტილებაა, უნგრეთს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.

„აქ, ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრების სამიტზე მოლაპარაკებების მაგიდასთან თითქმის რვა საათი ვიყავით. დიდი დებატები გვაქვს ევროკავშირში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინა მზად არ არის ევროკავშირში წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.

ასეთ პირობებში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყება სრულიად უგონო, ირაციონალური და არასწორი გადაწყვეტილებაა და უნგრეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის.

მეორე მხრივ, 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, თუ 26 [ქვეყანა] ასე იზამს, თავისი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს ამ ცუდი გადაწყვეტილების გაზიარება არ სურს და ამის გამო უნგრეთს დღევანდელ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა ორბანმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები