ანა ნაცვლიშვილი - არ მგონია, „ქართული ოცნება“ მოიქცეს ევროპულად და პრეზიდენტს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზოს, თუმცა კარგია, რომ ის ღონისძიებაზე იქნება - ეს ქართველი ხალხის ზეიმია და მეც ვიქნები მათთან ერთად

არ მგონია, „ქართული ოცნება" მოიქცეს მართლაც ევროპულად და პრეზიდენტს ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლა შესთავაზოს, თუმცა კარგია, რომ ის ღონისძიებაზე იქნება - ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და მეც ვიქნები მათთან ერთად, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არის ევროპის გამარჯვება რუსეთზე.

"საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივად არის დიდი სიხარული და როდესაც საზოგადოებაში არის მკაფიო საზეიმო განწყობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ დააორგანიზოს ზეიმი და უზრუნველყოს ლოჯისტიკა. ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი. მე ვიყავი ქართველ ხალხთან ერთად, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მათ შორის, გაზის, წყლის ჭავლის, ხელკეტების მიუხედავად და, რა თქმა უნდა, ზეიმშიც ვიქნები ქართველ ხალხთან ერთად. პრეზიდენტის მხრიდან სწორია. არ მგონია, "ქართული ოცნება" მოიქცეს მართლაც ევროპულად და მას შესთავაზოს სიტყვით გამოსვლა ტრიბუნასთან, თუმცა კარგია რომ პრეზიდენტი იქნება," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს