კახა კალაძე - ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება - ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა, შემდეგ, კომპანიები ერიდებიან იმ მიზეზით, რაც მოხდა, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში

ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება. ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა. შემდეგ, კომპანიები ყველა ერიდება იმ მიზეზით, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშს და 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.

მისივე განცხადებით, „ამხელა რისკის აღება არავის არ სურს“.

„დაგეგმილი გვაქვს მეტროს ვაგონების სრული განახლება, მოდერნიზება, ასევე მეტროსადგურების განახლება, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ძალიან მალე პროექტების წარმოდგენას შევძლებთ, ტენდერის გამოცხადებას, საერთაშორისო ტენდერები მაქვს მხედველობაში, სადაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ უცხოურმა სამშენებლო კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა, იმიტომ, რომ ამ მიმართულებითაც გამოწვევები არსებობს. ხედავთ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია რამდენი ხანი გრძელდება. ჯერ ადამიანები ვერ ვნახეთ, ვინც პროექტს გააკეთებდა. შემდეგ, კომპანიები ყველა ერიდება იმ მიზეზით, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში, ჭერის ჩამონგრევა მაქვს მხედველობაში. თავს იკავებს, არავის უნდა ამხელა რისკის აღება. არც გამოცდილება აქვს, სიმართლე რომ ვთქვათ. ამიტომ, ძალიან ჭირს კომპანიების მოძებნა ქვეყანაში, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს და საერთაშორისო ტენდერები დაგვეხმარება იმაში, რომ საერთაშორისო კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს