კახა კალაძე - ხშირად საუბრობენ, ესტაკადები და გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო, ეს არის სისულელე - რა ხიდზეა საუბარი, ხიდზეც რომ მანქანა იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ესტაკადებისა და ხიდების მშენებლობა გრძელვადიან პერსპექტივაში უსარგებლოა.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს.

„ჩვენზე მეტად ვის უნდა, რომ გადაადგილების თვალსაზრისით არსებული პრობლემები მოგვარდეს. ხშირად საუბრობენ ესტაკადები, გადასასვლელი ხიდები გააკეთეთო. ეს არის სისულელე. ორი დღის წინ დედაქალაქში მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო „იდგა“. რა ხიდზეა საუბარი? ხიდზეც მანქანა რომ იდგეს, მაგისთვის უნდა გავაკეთოთ? ესტაკადები კიდევ უფრო მეტი ავტომობილის წამახალისებელია. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ხეირს არ მოგვიტანს. რაც დაწყებული გვაქვს, მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს