ზურაბ აბაშიძე - ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას და ეს წინსვლა იქნება ხელშესახები - გაიხსნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ სრულიად საქართველოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და თბილისის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოში ამომწურავი, საინტერესო ანგარიშის წარდგენისთვის.

ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და თბილისის მერის, კახა კალაძის, ანგარიში მოისმინეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„დიდი მადლობა, ბატონო მერო, საკრებულოში მობრძანებისთვის და ამომწურავი ანგარიშის წარდგენისთვის, რომელიც იყო ძალიან საინტერესო. არ შემიძლია არ შევუერთდე იმ დიდ მილოცვებს და სულისკვეთებას, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვან საქმეში შეიტანა თავისი წვლილი - დიპლომატებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს. ისინი მართლაც დაუღალავად შრომობდნენ 11 წლის განმავლობაში, რომ ეს შედეგი მიგვეღო. ამ წლების განმავლობაში დაწყებული იქიდან, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, მივაღწიეთ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, დაიწყო უვიზო მიმოსვლა და გაიხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც დაგვირგვინდა კანდიდატის სტატუსით. ეს ყველაფერი როდის მოხდა? მოხდა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში და საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერით. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას და ეს წინსვლა იქნება ხელშესახები - გაიხსნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები, ეს არის გარდაუვალი.

რაც შეეხება დედაქალაქში დღეს არსებულ ვითარებას: რომ არ იყოს საცობები, რა ეშველებოდა ოპოზიციას, დღეს მათ სხვა რაზე უნდა ელაპარაკათ?! ეს არის ერთადერთი გამოწვევა, რომელზეც ისინი აპელირებენ. აქ ბევრი რამე ისაუბრა მერმა, თუ რა რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა არის გასაკეთებელი. არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა განვითარდეს და რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გვაქვს ჩვენი გზა, რომელი მიმართულებითაც უნდა წავიდეთ. ყველა რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწევთ. ამას დრო, შრომა და მოთმინება სჭირდება“, - განაცხადა აბაშიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის