"ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, წიგნის - "დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი" პრეზენტაცია გაიმართება

"ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, 17 დეკემბერს სახელმძღვანელო წიგნის - "დიაბეტის განმარტებითი ლექსიკონი" პრეზენტაცია გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნის ავტორი "ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილია.

„წიგნი, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცა, დაეხმარება ენდოკრინოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, ოჯახის ექიმებს და იძლევა შესაძლებლობას, სპეციალისტები გაეცნონ ისეთ მიმდინარეობას, რომელიც ამ დარგში ინოვაციურია.

წიგნის პრეზენტაცია 17 დეკემბერს, 12:00 საათზე "ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციულ კორპუსში, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში გაიმართება. პრეზენტაციას სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე, დარგის სპეციალისტები დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს