კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე" და "სტრატეგია აღმაშენებელზე"  - შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს - “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა

შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს - “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” კოალიციაზე საუბრისას განაცხადა, რითაც ამ პარტიების რეიტინგზე ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პარტიები მომავალშიც “საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ”.

“რატომ გვიკვირს, რომ მათი რეიტინგი დავარდნილია? შეხედეთ მათ ლიდერებს, მათ პერფორმანსს - ეს ყველაფერი რეიტინგზეც აისახება. საინტერესო შოუებს აწყობენ გართობის თვალსაზრისით. “შაბათის შოუს” სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა და ვნახოთ, საინტერესო თეატრალურ წარმოდგენებს შემოგვთავაზებენ ალბათ მომავალშიც”,- განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს