კახა კალაძე - მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა

მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა , - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა საოკუპაციო ბანერი აღმართეს.

მისი თქმით, “საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია”.

“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რაც შესაძლებელია. მავთულხლართები და უბედურება, რაც ხდება, იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა და იმ უბედურების, რაც 2008 წელს მივიღეთ. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოფელ ციგრიანის მისადგომებთან რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. გამყოფ ხაზთან საოკუპაციო ბანერი აღმართეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს