რუსებმა ოდესაზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა ყირიმიდან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში ჩამოაგდეს, ცხრა კი - ოდესის ოლქში. ერთ-ერთი დრონი ოდესაში კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა და აფეთქდა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლები და კერძო სპორტული დაწესებულების საკუთრებაში არსებული საწყობი დააზიანა, დრონის ჩამოვარდნამ დიდი ხანძარი გამოიწვია, რომლის ლიკვიდაციას ოთხ საათზე მეტი დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის 10 ერთეული ტექნიკა და 53 მაშველი იყო ჩართული.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის