საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კინორეჟისორ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო, ოჯახს, კოლეგებსა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის, კინემატოგრაფის ჭეშმარიტი ადეპტის, გენიალური ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„აღარ არის ლეგენდარული ოთარ იოსელიანი, მსოფლიო ბრენდის - „ქართული კინოს“ სახელოვანი თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა მნათობი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი კინორეჟისორი, კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი ადეპტი, მსოფლიო აღიარების მქონე შემოქმედი, ბერლინის, კანის, ვენეციის კინოფესტივალების სხვადასხვა პრიზის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, რომელმაც კინოსაგანძურში 22 მხატვრული და დოკუმენტური ფილმი დაგვიტოვა, მათ შორის: საქართველოში გადაღებული „გიორგობისთვე“, „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“, საფრანგეთში გადაღებული „მთვარის ფავორიტები“, „და იქმნა ნათელი“, „პეპლებზე ნადირობა“, რომლებშიც მთელი სიცხადით იგრძნობა ქართული კავშირები. მისი შემოქმედება მსოფლიოს საუკეთესო ფილმების ნუსხაშია შეტანილი. დაუვიწყარია მისი გენიალური ფილმები, რომლებსაც ოთარ იოსელიანი იდუმალებით, ჩვეული მშვიდი გულწრფელობითა და მათემატიკური სიზუსტით აგებდა, უჩვენებდა ისეთ რეალობას, რომელიც ხშირად, იმ დროისთვის, მიუღებელი იყო. ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და თანამშრომლების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს და საზოგადოებას“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმარში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია