ახალი პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დაფუძნდა

დაფუძნდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“. პარტიის ყრილობა 2023 წლის 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას 350 დელეგატი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ყრილობა პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

პარტიის თავმჯდომარედ მერაბ ჭიქაშვილი აირჩიეს, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა მიხეილ ჟღენტმა დაიკავა, პოლიტიკური მდივანი თემურ ფიფია, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, ხოლო აღმასრულებელი მდივანი თემურ მაისურაძე გახდა.

ახლად დაარსებული პარტია კონსერვატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, სამეზობლო პოლიტიკის ნორმალიზება, სოციალური სამართლიანობა და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაა.

„ჩვენ ვართ კონსერვატიული ღირებულებების პარტია, სოციალური სამართლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით, რომელიც ძალას არ დაიშურებს საზოგადოების გაერთიანებისთვის და მშვიდობისთვის!

ჩვენ ირგვლივ, იქნება ეს კავკასია თუ ახლო აღმოსავლეთი, ყველგან ომია. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, კულტურა, გადავარჩინოთ, საჭიროა საზოგადოების მობილიზება მშვიდობის იდეის გარშემო“- ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მერაბ ჭიქაშვილმა სადამფუძნებლო ყრილობაზე განაცხადა.

„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. პარტიის ლიდერები ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს, მშვიდობის იდეის ირგვლივ გაერთიანებას სთავაზობენ.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს