ჯონ კირბი - უკრაინის დახმარების შემდეგი პაკეტი უკანასკნელი იქნება, თუ კონგრესი არ იმოქმედებს

მიმდინარე თვის ბოლოს უკრაინისთვის დაგეგმილი დახმარების პაკეტი ბოლო იქნება, თუ კონგრესი დამატებით დახმარებას არ დაამტკიცებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ამ დრომდე მიწოდებული დახმარება არსებითი იყო რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ქვეყანას ჯერ კიდევ სჭირდება შეერთებული შტატების მხრიდან დახმარება.

„ჩვენ კვლავ ვგეგმავთ უკრაინისთვის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდებას მიმდინარე თვის ბოლოს. თუმცა, როდესაც ეს დასრულდება, რადგანაც აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება, დაგვჭირდება კონგრესის მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის