„თიბისის“ ციფრულ ბანკში გულების მარათონი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

„თიბისის“ ციფრულ ბანკში ერთგული ქულების მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, თამაშის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ლარია. თანხა საჩუქრების რამდენიმე კატეგორიაზე ნაწილდება. მოთამაშეებს შანსი აქვთ 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა და მთავარი პრიზი - 20 000 ლარი მოიგონ.

თამაშში ჩასართავად და პრიზების მოსაგებად საჭიროა „თიბისის“ ბარათებით „თიბისის“ ტერმინალებზე, ან ონლაინ მაღაზიაში გადახდის შესრულება და ტრანზაქციების განხორციელება „თიბისის“ ციფრულ ბანკში.

გადახდების და ტრანზაქციების რაოდენობიდან გამომდინარე, მოთამაშე ხვდება შვიდიდან ერთ-ერთ კალათაში. ყველა კალათას შესაბამისი პრიზი აქვს, რაც ციფრულ ბანკში, თამაშის სივრცეში ნაძვის ხის სახით ჩანს.

მომხმარებლები „თიბისის“ ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავენ გულის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შევლენ, გაეცნობიან თამაშის წესებს/პირობებს და ჩაერთვებიან გულების მარათონში.

თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს „თიბისის“ ციფრული ბანკი და არის 18, ან მეტი წლის.

ინფორმაციას თამაშის შესახებ გაეცანით ბმულზე.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია