რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული

შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დადებითი ცვლილებები, რასაც ჩვენ აშშ-სგან F-16-ის და კანადის დაპირებების შესახებ ველოდებით შვედეთის მიმართ ჩვენი პარლამენტის პოზიტიურ მიდგომას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ კონგრესთან იმუშავებს.

ცნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს