ბოლნისის მერია - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში ენერგოეფექტური გაჩერება და სკამები გაკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის „ბოლნისის მოდელი - წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, თამაზ სტეფანიას, ფარნავაზ მეფისა და წისქვილის ქუჩებზე ენერგოეფექტური სკამები გაკეთდა, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე ენერგოეფექტური გაჩერება მოეწყო.

„ენერგოეფექტურ სკამებსა და გაჩერებაზე მოქალაქეებს უფასო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ. სკამებზე, ასევე, ტემპერატურისა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელია განთავსებული.

სკამებსა და გაჩერებებზე, ლოკაციების მიხედვით, ნებისმიერ მსურველს, QR კოდების მეშვეობით, მუნიციპალიტეტის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მიღება შეუძლია. ასევე, აღნიშნულ ინფრასტრუქტურაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის რუკაც არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში მოეწყო ენერგოეფექტური გარე განათება, მერაბ კოსტავასა და წისქვილის ქუჩებზე კი მუხის მარადმწვანე ნერგები დაირგო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა