დევიდ კამერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრთან, თარიქ აჰმედთან ერთად ეგვიპტესა და იორდანიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში შემდგომი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევის შესაძლებლობას განიხილავს.

იორდანიაში კამერონი თავის კოლეგას აიმან საფადის შეხვდება, ხოლო ეგვიპტეში ეგვიპტე-ღაზას საზღვართან მივა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს