ჯო ბაიდენი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე გაერო-ში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მუშაობს იმის თაობაზე, დაუჭიროს თუ არა მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს, რათა ანკლავში უფრო მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.

კითხვაზე, როდის უნდა გადავიდეს ისრაელი „ჰამასთან“ ომის ნაკლებად ინტენსიურ ფაზაზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ გაერო-ში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ჩვენ ახლა გაერო-ში ვსაუბრობთ რეზოლუციის კონტურებზე. რეზოლუციის, რომელზედაც შეიძლება შევთანხმდეთ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. სიამოვნებით გაგესაუბრებით დასრულების შემდეგ“, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ, დღეისთვის გადაიდო.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს