მეთიუ მილერი - უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება

უნგრეთის „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი ჩვენს ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ეს ახალი კანონი ჩვენს საერთო ღირებულებებს დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ არ შეესაბამება“, - აღნიშნა მილერმა.

მიმდინარე წლის დეკემბერში უნგრეთის პარლამენტმა „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად ვიქტორ ორბანის მმართველი პარტიის მიერ წამოყენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კანონის მიხედვით, 2024 წლის თებერვლიდან უნგრეთში ახალი ორგანო - სუვერენიტეტის დაცვის ოფისი შეიქმნება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ყველას, ვინც უნგრეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს