ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება ვერ მოახერხა - საქმე მანკიერ, შეკრულ წრესთან გვაქვს, რაშიც ოპოზიციამ თავი თავადვე მოიხვედრა და გამოსვლას ვეღარ ახერხებენ

ოპოზიციამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება ვერ მოახერხა - საქმე მანკიერ, შეკრულ წრესთან გვაქვს, რაშიც ოპოზიციამ თავი თავადვე მოიხვედრა და ახლა ამ მანკიერი წრიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ, - აღნიშნული განცხადება მედიასთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილი ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ცირკი და სანახაობაა ის, რაც ოპოზიციამ საკუთარ თავს მოუწყო.

"ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე სააკაშვილის განცხადება იქნება თუ სხვა რადიკალური ოპოზიციის ფლანგის, არის ამ დახურული და მანკიერი წრის შიგნით რბოლა და სირბილი - მათი მხრიდან "რუსულის" ძახილით დაწყებული და დამთავრებული სააკაშვილის ხან დემენციით და ხან ფუტურისტული პოლიტიკური განცხადებებით.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძესა და მამუკა ხაზარაძეზე გაკეთებულ განცხადებას, "ნაცმოძრაობისგან" დისტანცირება სულ მცირე სამი წლის წინ უნდა მომხდარიყო, რაც ოპოზიციის უმრავლესობამ ვერ მოახერხა. მათ ეს თავიანთი მერკანტინული მიზნებიდან გამომდინარე არ გააკეთეს. ეგონათ, რომ სააკაშვილის სპეკულირებაზე თავიანთ პოლიტიკურ დივიდენდებს მოიპოვებდნენ. რა თქმა უნდა, ისინი დღეს თავის დროზე დაშვებული უმძიმესი შეცდომები მძევლები არიან და სააკაშვილი ამას ბოლომდე გამოიყენებს, რომ ისპეკულანტოს.

აქედან გამომდინარე, ყოველ ჯერზე თავის მართლება მოუწევთ იმ დიდი შეცდომებიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციის დიდ ნაწილს აქვს დაშვებული, რომლებიც "ნაცმოძრაობას" შეეკრნენ, რომ საქართველოში რევოლუციური გადატრიალება მომხდარიყო", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა