კახა კალაძე - მთავრობა, ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარებული იყოს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

მისივე მტკიცებით, ქვეყანაში რეფორმები ყოველწლიურად ხორციელდება და ეს მხოლოდ ერთი წლით არ შემოიფარგლება.

„რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმები ყოველწლიურად ხორციელდება და ეს მხოლოდ ერთი წლით არ შემოიფარგლება. დაწყებული 2012 წლიდან ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და შედეგიც სახეზე გვაქვს - ის, რომ ჩვენ მივიღეთ და ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. ის, რომ დღეს ქართული პასპორტით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვიზის გარეშე თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; ის, რომ ქვეყანას აქვს კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და ეს არის შეუქცევადი პროცესი. საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარებული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს