საცხოვრებელი ფართები კიდევ 66 ოჯახს დაუკანონდა

დედაქალაქის მერმა ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ვერ იკანონებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამით უკვე 3000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.

„ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, რომელთა დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ 2017 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და 3000-ზე მეტი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აღნიშნულ პროგრამას, რათა ყველა ოჯახს, ყველა მოქალაქეს, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას, დაუკანონდეს საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მოწმობების გადაცემასთან ერთად, აღნიშნულ 66 ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები კახა კახიშვილი და კახა ლაბუჩიძე, ასევე ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს