ვიქტორ ორბანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები გავგზავნოთ, ჩვენ ეს არ გვსურს - რაც შეეხება შვედეთს, ჩვენს კანონმდებლებს არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთს იქ თავისი ჯარების გაგზავნას ავალდებულებს, რაც ჩვენ არ გვსურს , - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები მეორე დილითვე გავგზავნოთ. ჩვენ ეს არ გვსურს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ალიანსი, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, უნგრეთის ინტერესებში არ შედის.

ორბანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის პარლამენტის გადასაწყვეტია.

„არ არსებობს უნგრეთ-თურქეთის შეთანხმება. ამას მხოლოდ უნგრეთის პარლამენტი გადაწყვეტს, როცა კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამის დრო დადგა. მათ არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს