კახა კალაძე - სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას - ამ მძიმე წუთებში  საქართველო თქვენ გვერდითაა

თბილისის მერი კახა კალაძე ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას სამძიმარს უცხადებს.

კალაძის თქმით, საქართველო ჩეხეთის გვერდითაა.

„სამძიმარს ვუცხადებ ჩეხ ხალხს და ჩეხეთის მთავრობას პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გამო!

მთელი მსოფლიო შეძრა ამ საშინელმა ტრაგედიამ.

ამ მძიმე წუთებში საქართველო თქვენ გვერდითაა!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს