„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრაღაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ჩეხ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ ტერორიზმის სისასტიკე და ამ ბოროტების დაუნდობელი სახე, რომელმაც არაერთი უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ თანავუგრძნობთ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო. ჯამში, 15 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 14 უშუალოდ უნივერსიტეტში. ამავე დროს დაშავდა 25 პირი. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები