„საქპატენტის“ თავმჯდომარემ 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი „Green star “დააჯილდოვა

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს მეცხრედ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „საქპატენტი“ კონკურსის მუდმივი და აქტიური მხარდამჭერია.ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს აჯილდოებს ფინალისტ გუნდებს და უკვე მესამე წელია მონაწილეობს საკონკურსო პროექტების შეფასებასა და გამარჯვებული გუნდების შერჩევაში.

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებასა და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ზემოაღნიშნულ პროექტს.

21 დეკემბერს კონკურსის დაჯილდოების გალა ცერემონია გაიმართა, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები გამოავლინეს. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა: მესამე ადგილზე გავიდა გუნდი „Optical Visionaries”, რომელმაც შექმნა რობოტი ოფთალმოლოგი. მოწყობილობა მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას. მეორე ადგილის პრიზიორი გახდა გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)“. მოსწავლეებმა შექმნეს პორტატიული მოწყობილობა, რომელიც რეალურ დროში ნაბეჭდ ტექსტებს ბრაილის შრიფტში თარგმნის, რითაც ტექსტები უფრო ხელმისაწვდომია უსინათლოთათვის. კონკურსის მთავარი გამარჯვებული გუნდი “TerraTech“ გახდა. გუნდმა შექმნა მაღალ-ტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი, რომელიც მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

საქპატენტმა კონკურსის ფინალისტებიდან თავისი რჩეული გუნდი „Green star“ გამოავლინა. გუნდმა კონკურსზე პიეზოკერამიკული წვეთმთვლელი წარმოადგინა. მოწყობილობა ავტომატურად უზრუნველყოფს წვეთების დათვლას დიდი სიზუსტით. მისი დანერგვა შესაძლებელია ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, სადაც აუცილებელია ხსნარში შემავალი კომპონენტების ზუსტი რაოდენობის შერევა, კერძოდ: ფარმაციაში, კულინარიაში, პარფიუმერიაში და ასევე ჰიდროპონიკასა და აეროპონიკაში. გუნდის ინსტრუქტორი გახლავთ დარეჯან ლორთქიფანიძე, ხოლო გუნდის წვერები არიან თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია „აია-GESS-ის“, თბილისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის, ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის, თბილისის სკოლა მერმისის და სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გუნდის წევრებს - ნიკოლოზ სიხარულიძეს, ეკატერინე ლეჟავას, მაქსიმ ქუცნაშვილს, კესო აბულაძეს და მარიამ ფიფიას საჩუქრად ელექტრონული წიგნები „ Amazon Kindle“გადასცა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, სადაც დღეისათვის 2000-ზე მეტმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებმა მიიღეს მონაწილეობა. გუნდებმა წარადგინეს პროექტები STEM დარგების ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კოსმოსი და ავიაცია, კიბერ-ტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო