უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ზოგიერთი საშუალება და აღჭურვილობა ან დროულად არ ჩამოდის, ან ამოიწურა, ან მოგვიანებით ჩამოვა - ეს არის საკითხები, რომლებზეც პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტში ვართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული და არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით იარაღი რუსეთის ფედერაციასთან დასაპირისპირებლად.

„ეს არის ის დინამიკა, რომლითაც დავიწყეთ: სტატიკურად არაფერი ხდება. ზოგიერთი საშუალება და აღჭურვილობა ან დროულად არ ჩამოდის, ან ამოიწურა, ან მოგვიანებით ჩამოვა. ეს არის ოპერატიული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ახორციელებენ თუ არა პარტნიორები ზეწოლას უკრაინაზე სამხედრო ოპერაციებში „პაუზის“ მოთხოვნით.

უმეროვის თქმით, უკრაინის ამოცანაა მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას თავი. ამიტომ, „დაზოგვის“ საკითხების თვალსაზრისით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გარკვეული ძალები და საშუალებები უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ისინი ანგარიშვალდებულად. „უნდა გვქონდეს ძალები და საშუალებები, მაგრამ თუ ისინი ჩვენი პარტნიორების ხარჯზე მოდის, ჩვენც პასუხისმგებელი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს