ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის - ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია

ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მცხოვრებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სანაპირო ქალაქ ფეოდოსიაში პორტის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა და ხანძარი გაჩნდა.

საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტეს.

რუსული ტელეგრამის არხი SHOT წერს, რომ ფეოდოსიის მცხოვრებლებმა პორტის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ ცაში კვამლის კვალი გამოჩნდა. ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო