შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2023 წელს, კიდევ ერთი ახალი პროექტი „მოიარე საქართველო“ დაიწყო

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2023 წელს, კიდევ ერთი ახალი პროექტი „მოიარე საქართველო“ დაიწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფოტო-ვიდეო კამპანია რაჭაში ჩატარდა და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.

„მოიარე საქართველო“ კამპანიის ფარგლებში მზადდება ვიდეორგოლები და ფოტო მასალა. ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები მოგზაურობენ რეგიონებში, გვაცნობენ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, სათავგადასავლო ტურიზმის ყველაზე შთამბეჭდავ ლოკაციებს, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივ სამზარეულოს.

საქართველოს რეგიონებში კულინარიული ტურიზმის განვითარებისათვის გრძელდება პროექტი „გემო ფესტი“. ფესტივალი წელს მესტიასა და ქუთაისში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, კონცერტები და გასართობი სივრცეები. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ, როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი კერძები.

2023 წელს, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, თუშეთში, კახეთში საინფორმაციო, გასტრონომიული და გაცნობითი ტურები გამართა. ტურებში ფოტოგრაფები, ჟურნალისტები, შეფ-მზარეულები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროექტების მიზანია რეგიონების და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება