ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები დაგმო

ერაყის მთავრობამ სამხედრო პოზიციებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმები დაგმო, - ამის შესახებ განცხადებას ერაყის მთავრობა ავრცელებს.

„ერაყის მთავრობა გმობს იმას, რაც დღეს დილით მოხდა, რომლის დროსაც ერაყის სამხედრო ობიექტებზე ამერიკულმა მხარემ თავდასხმები განახორციელა. ეს ნამდვილად მტრული აქტია. იგი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების მტკიცე ორმხრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ერაყთან ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ამერიკული მხარის განზრახვას უპირისპირდება“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ერაყის მთავრობის ცნობით, ამერიკელების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე და 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ ერაყში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ამერიკელი ჯარისკაცი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა, ხოლო ჯო ბაიდენის ბრძანებით აშშ-მა საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის