დიმიტრი პესკოვი - სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს სადესანტო გემზე თავდასხმის შესახებ მოახსენა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფეოდოსიის პორტზე თავდასხმისა და სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმის შესახებ მოახსენა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა ფეოდოსიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმისა და დიდი სადესანტო გემის, „ნოვოჩერკასკის“ დაზიანების შესახებ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ოკუპირებულ ყირიმში ხომალდზე თავდასხმის ფაქტი მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.

უწყების ცნობით, ხომალდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია