კახა კალაძე - სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლმა“ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთაც შესაბამისი კვლევები და ანალიზი სჭირდება

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის სატრანსპორტო სტრატეგიასთან დაკავშირებით კომპანია „რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ დამატებითი ანალიზის საფუძველზე მიიღება, რომელთაც შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

„რამბოლის“ მიერ შემუშავებული დოკუმენტი რეკომენდაციებია, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი დამატებითი კვლევები. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ეს 20-წლიანი სტრატეგიაა. კვლევაშიც პირდაპირაა მინიშნება, რომ ყველა მიმართულებაზე დეტალური ანალიზია საჭირო. ჩვენთვის ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკა და მიმართულება პრიორიტეტული საკითხი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება დედაქალაქის მერიამ 2017 წელს დაიწყო, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია. რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციების საფუძველზე, დამატებითი კვლევები და პროექტები თანმიმდევრულად განხორციელდება.

„კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური კვლევებია ჩასატარებელი, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა განახორციელონ. მაგალითად, ავიღოთ ტრამვაი. გვესმის, რომ ტრამვაი გასაკეთებელია, მაგრამ ამას ხომ სჭირდება დეტალური ანალიზი და პროექტი? რა თქმა უნდა, კვლევები და პროექტიც თანმიმდევრულია - რაღაცას აკეთებ, შემდეგ მეორე ნაბიჯია გადასადგმელი. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის გუნდი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი წაართვა თბილისელებს. არ ვიცი იმაზე დიდი მოღალატეობრივი ქმედება რა უნდა იყოს, როდესაც შენს ქალაქს ყველაზე მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ტრანსპორტს ართმევ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის