ნათია მერებაშვილი - 2023 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა  91% შეადგინა

საქართველოს პროკურატურისთვის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახური დანაშაული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა , - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2018 -2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-დან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა“, - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.

ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია