პაატა დავითაია - ვხედავთ იმას, რომ ტერიტორიის რუსეთის ფედერაციაზე „სამართლებრივად გადაფორმების“ პირველი პრეცედენტი შეიქმნა - განცხადება საერთოდ არაა საკმარისი, მთავარია, ფაქტის სამართლებრივი შეფასება დაიწყოს

განცხადება საერთოდ არაა საკმარისი, არც ჩემი, არც პრეზიდენტის, არც პრემიერს. მთავარი არის, რომ ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება დაიწყოს , - ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ [ტერიტორიის] რუსეთის ფედერაციაზე „სამართლებრივად გადაფორმების“ პირველი პრეცედენტი შეიქმნა“.

როგორც დავითაია აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება აუცილებელია.

„ჩვენ არ გაგვაჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოლიტიკა. მთავრობა შეიცვლება, ვიღაცა მოვა და იტყვის, მე ახალი ფურცლიდან ვიწყებ, ასე არ არის. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი და მთავრობის ცვლილება ამაზე დამოკიდებული არ იქნება.

მათ ჩვენთან ცხოვრება არ უნდათ. მათ მართლა ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლები არიან, მაგრამ რაღაც შეხების წერტილები ხომ არის. აი, იმ შეხების წერტილებზე საჭიროა სტრატეგიული მუშაობა. პირდაპირ ვუთხრათ, რომ ჩვენ ბიჭვინთას კი არ გართმევთ, ჩვენ, მთავრობამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აღვადგენთ, თქვენ ისარგებლებთ აფხაზები და ქართველები, ჩვენ მოგცემთ შუქს, ჩვენ აღვადგენთ ზღვისპირა ზოლს. აი, ეს მესიჯები [უნდა იყოს]. რა თქმა უნდა, რუსი ამას არ გაგვაკეთებინებს. „ეფესბეს“ ჯარები დგას და არავინ შეგვიშვებს, მაგრამ მოსახლეობა ხომ მიხვდება“, - აღნიშნა დავითაიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია