რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევმა ყირიმზე დრონებით თავდასხმა განახორციელა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 28 დეკემბერს ღამით ყირიმის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

“გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა დრონების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა და საოკუპაციო რეჟიმმა ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაკეტა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო