რუსებმა ხერსონი მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხერსონის ოლქი და ქალაქი ხერსონი რამდენჯერმე დაბომბეს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ხერსონს მართვადი ბომბებით 7-ჯერ დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი, ასევე დაზიანდა და განადგურდა ოლქის ინფრასტრუქტურა: საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, ავტოფარეხები და ავტომობილები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წუხელ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოდარისა და ტერიტორიის პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან უკრაინისკენ Shahed-136 ტიპის 8 დრონი გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიაზე 7 დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, წუხელ აფეთქებები დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში და ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაიკეტა. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო