ცოტნე კობერიძე „ლაგუნა ვერეს“  პროექტზე - როგორ შეიძლება ყოველთვის ყველაფერი მოსწონდეს 29 კაცს, ყველა „ქოცს“? - პარტიული ხაზია, დავალება

პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის საკრებულოს წევრის ცოტნე კობერიძეს განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიერ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

როგორც კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მის მიერ დამტკიცებულ გენერალურ გეგმას უხვევს.

„საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ საკუთარ დადასტურებულ გეგმას ცვლის - რა არის ამის მოტივაცია? ჩემი აზრით, მთავარი მოტივაცია არის ის, რომ საქართველოში სამშენებლო ბიზნესი, საკმაოდ, მომგებიანი ბიზნესია. როდესაც თბილისში, ისეთ ადგილზე გასცემ მშენებლობის ნებართვას, სადაც ის არ უნდა იყოს, გაქვს შანსი, რომ აივნებიდანაც კი ბევრი ფული გააკეთო. თითო აივნის კვადრატულ მეტრსაც ისე ყიდიან, როგორც საცხოვრებელ კვადრატულ მეტრს. პრიორიტეტულია თბილისის ცენტში კარგი ხედის ბინები, რადგან ამაში კეთდება ბევრი ფული“, - განაცხადა კობერიძემ.

როგორც კობერიძე აცხადებს, საკრებულოში „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის დამტკიცება „დავალებაა“.

„მთავარი გამაღიზიანებელი საკითხი არის ის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს. როგორ შეიძლება, ყოველთვის ყველაფერი მოსწონდეს, დაახლოებით, 29 კაცს, ყველა „ქოცს“ ? მე ვხედავთ ამას, როგორც პარტიულ ხაზს, რაღაცა ტიპის დავალებას. ამიტომაც არ აქვს ექსპერტების მოსვლას აზრი. როგორ შეიძლება ექსპერტმა ერთი ადამიანი, მაინც ვერ დააჯეროს, რომ ამის მშენებლობა არ შეიძლება. რაზე ვსაუბრობთ, როცა ადამიანი გასულია, მის ნაცვლად სხვა აჭერს ხელს ღილაკს. შესაბამისად, შენ, როდესაც სხვის ნაცვლად ხელს აჭერ, ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული დავალება გაქვს. ასეთი პროცედურული საკითხები აძლევს მას პოლიტიკურ ნიშანს. ე.ი. რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გინდა ეს კორპუსები აშენდეს“, - განაცხადა კობერიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა