კახა კალაძე - 2024 წელი მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას - GFF Awards 2023-ს დაესწრო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი, ხელისუფლების ვალია გვერდით დავუდგეთ სპორტს, შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომავალი თაობებისთვის, რათა მეტი წარმატებული ფეხბურთელი და სპორტსმენი აღიზარდოს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით, იმ გუნდს, რომელიც ამდენი წელია, ძალიან ბევრს შრომობს, რათა ვიყოთ წარმატებულები", - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ხაზი გაუსვა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მანვე მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის ქომაგებს და გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერაც, მისი თქმით, სპორტსმენებს აძლიერებს.

„დღეს აქ შეკრებილები არიან სპორტსმენები, ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები და ყველამ კარგად ვიცით, რამხელა მნიშვენელობა აქვს გულშემატკივარს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადი ქართველ გულშემატკივარს, რადგან სწორედ ისინი არიან, ვინც გვანებივრებს, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. რომ არა გულშემატკივარი, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგებოდა, რადგან სწორედ გულშემატკივარი გაძლევს სტიმულს, იბრძოლო, წარმატებას მიაღწიო, თუნდაც მარცხის შემდეგ ღირსეულად წამოდგე და ბრძოლა გააგრძელო", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მომავალი 2024 წელი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებები უსურვა.

„2024 წელი, რომელიც სულ მალე შემოვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ეს არის ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი არის იმ დონეზე, რომ ჩვენ წარმოვადგენდეთ ევროპას, ვიყოთ ევროპულ ტურნირებზე და ვიყოთ წარმატებულები. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს