გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს დაამტკიცებს

გერმანია ელის, რომ ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავადაც დაამტკიცებს უკრაინის მხარდამჭერ პაკეტს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვაგნერმა სამთავრობო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ კანცლერ ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა 2024 წელს უკრაინას 8 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის, ასევე, ბერლინი “აქტიურ კამპანიას” გააგრძელებს, რათა მომავალი წლის დასაწყისში ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი იქნას დამტკიცებული.

“ევროკავშირის ნებისმიერ შემთხვევაში გააგრძელებს უკრაინის დახმარებას… ევროკავშირი-26 [ევროკავშირის 26 წევრი, უნგრეთის გარდა], რა თქმა უნდა, ასევე, შეძლებს მოქმედებას. მაგრამ არ მინდა ახლა იმაზე ფიქრი, როგორ იქნებოდა შესაძლებელი ასეთი მხარდაჭერის ორგანიზება. ეს ასევე მოითხოვს ბრიუსელში შემდგომ კონსულტაციებს”, - განაცხადა ვაგნერმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უნგრეთის პოზიციისთვის გვერდის ავლის საშუალებას ეძებდნენ მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა. მას შემდეგ შემოთავაზებულ იქნა სარეზერვო ვარიანტი, რომლის მეშვეობითაც წევრი სახელმწიფოები უკრაინისთვის სახსრების გადაცემას ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის მიღმა შეძლებენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა