თბილისის მერი კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა

თბილისის მერი, კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა მისთვის და მისი ოჯახისთვის დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია.

„მის უწმინდესობასთან ყოველი შეხვედრა დიდი სიხარულის, იმედის და ბედნიერების მომტანია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.

დღეს მქონდა პატივი, ვწვეოდი ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და მიმელოცა მისთვის დამდეგი შობა-ახალი წელი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს სულიერ მამას აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს!

ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს